22 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოიფინა მუზეუმის ფონდში დაცული ქალთა ხელსაქმის ნიმუშები, ბათუმელი ქალბატონების ქეთევან ბესელიასა და ნინო ცეცხლაძის მიერ შექმნილი რამდენიმე ნივთი, 26- ე საჯარო სკოლის, ნ.კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები.